ნიკოლოზ სამხარაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: მორიგ ჯერზე რომ წააგებენ არჩევნებს, ისევ შეეცდებიან როგორღაც ამღვრეულ წყალში დაიჭირონ თევზი, რადგან საარჩევნო პროცესში ვერ იგებენ ამომრჩევლის გულებს

ნიკოლოზ სამხარაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: მორიგ ჯერზე რომ წააგებენ არჩევნებს, ისევ შეეცდებიან როგორღაც ამღვრეულ წყალში დაიჭირონ თევზი, რადგან საარჩევნო პროცესში ვერ იგებენ ამომრჩევლის გულებს

მორიგ ჯერზე რომ წააგებენ არჩევნებს, ისევ შეეცდებიან როგორღაც ამღვრეულ წყალში დაიჭირონ თევზი, რადგან საარჩევნო პროცესში ამ „თევზს“ ვერ იჭერენ, რადგან ვერ იგებენ ამომრჩევლის გულებს, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

სამხარაძე რადიკალური ოპოზიციის მხრიდან 2024 წლის ნოემბერში დესტაბილიზაციას ელოდება.

„პრევენციის ზომები [დესტაბილიზაციისთვის] არის სწორედ ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ - საჯაროდ ყველას, როგორც ქართულ საზოგადოებას, ასევე უცხოელ პარტნიორებს ვეუბნებით, რომ მას შემდეგ, რაც ისინი [რადიკალური ოპოზიცია] ვერ მიაღწევენ წარმატებას არჩევნებზე, შეეცდებიან, რომ 2020 წლის სცენარი გაიმეორონ. მოაწყონ მიტინგები, დაუმორჩილებლობა, ბოიკოტი და ა.შ., რაც მათ ახასიათებთ ხოლმე. მართალია ეს ყველაფერი ისედაც მარცხისთვის არის განწირული, ყოველ შემთხვევაში, ამის მცდელობა ექნებათ. შესაბამისად, ჩვენმა და საერთაშორისო საზოგადოებამაც უნდა იცოდეს, რა ელით და რა მოვლენები შეიძლება განვითარდეს საქართველოში 2024 წლის ნოემბერში და მომზადებული ვიყოთ. მორიგ ჯერზე რომ წააგებენ არჩევნებს, ისევ შეეცდებიან როგორღაც ამღვრეულ წყალში დაიჭირონ თევზი, რადგან საარჩევნო პროცესში ამ „თევზს“ ვერ იჭერენ, ვინაიდან ვერ იგებენ ამომრჩევლის გულებს. ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ქართული საზოგადოების პოზიცია, როგორ მედგრად დაუდგებიან ყველა იმ ადამიანს, ვისაც უნდა კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებს გარეთ გასვლა“, - აღნიშნა სამხარაძემ.