ევროკავშირი სრულად მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.
„ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, როგორიცაა აფხაზეთის ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონის მიწების რუსეთისთვის გადაცემის მცდელობა, არის უკანონო, ძალის არ მქონე და ბათილი“, - ნათქვამია განცხადებაში.
აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტმა ბიჭვინთის ტერიტორიაზე არსებული აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილების რატიფიცირება განახორციელა. ამას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთა პროტესტი მოჰყვა.