გურამ მაჭარაშვილი: გარდაუვალი იქნება, რომ ნაწილ-ნაწილ დაშლილი ნაცმოძრაობა აუცილებლად წარუმატებელი იქნება 2024 წლის არჩევნებზე

გურამ მაჭარაშვილი: გარდაუვალი იქნება, რომ ნაწილ-ნაწილ დაშლილი ნაცმოძრაობა აუცილებლად წარუმატებელი იქნება 2024 წლის არჩევნებზე

გახარია ამბობს, რომ ცალკე ვიქნები, მელია ამბობს, რომ ცალკე ვიქნები, გვარამია ამბობს, რომ ცალკე ვიქნები - ანუ, უნდათ მესამე ძალა იყვნენ, მაგრამ იმ ამბიციას ვერ ლახავენ, რომ როგორმე გაერთიანდნენ, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„ამიტომაცაა, რომ ნაცმოძრაობის დაშლა გარდაუვალი იყო და ვნახეთ, რომ დაიშალა. ახლა კიდევ ვამბობ იმას, რომ გარდაუვალი იქნება, რომ ნაწილ-ნაწილ დაშლილი ეს ნაცმოძრაობა აუცილებლად წარუმატებელი იქნება 2024 წლის არჩევნებზე“, -აღნიშნა მაჭარაშვილმა.