დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ოფისი, მეინის შტატის გადაწყვეტილებას ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის დაბლოკვის შესახებ, პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს არჩევნებში უხეში ჩარევისა და ამერიკულ დემოკრატიაზე თავდასხმის მცდელობაა.
მეინი კოლორადოს შემდეგ ამერიკის მეორე შტატია, რომელმაც დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების საშტატო საარჩევნო ბიულეტენიდან ამოიღო. ორივე შტატში გადაწყვეტილება კონსტიტუციის მე-14 შესწორების საფუძველზე მიიღეს, რომელიც ამბოხების მონაწილეებს, არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს.