ხაზარაძის მხრიდან მსგავსი ფონდის დაფუძნება შეიძლება ჩაითვალოს ერთგვარ წინასაარჩევნო ხრიკად, რაც მიზნად ისახავს, რომ კონკრეტული მიმართულების წარმომადგენლები მოისყიდოს წინასაარჩევნოდ, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძემ მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებას „ხაზარაძეების ფონდი კულტურისთვის“ დაფუძნების შესახებ.
„სად იყო წლების წინ მამუკა ხაზარაძე, რომელიც გარიგებული იყო მაშინდელ ხელისუფლებასთან და ახლა, წინასაარჩევნოდ გაახსენდათ მსგავსი ფონდების გაკეთება“, - აღნიშნა მიქანაძემ.
მამუკა ხაზარაძემ, „ხაზარაძეების ფონდი კულტურისთვის“ დააფუძნა, რომლის დონორიც, როგორც თავად ამბობს, მისი ოჯახი იქნება. ფონდის წევრები ხელოვნების სხვადასხვა სფეროს დამოუკიდებელი პროფესიონალები იქნებიან.