გრიგოლ გეგელია: მამუკა ხაზარაძე იქნება თუ სხვა, ვინც გააკეთებს კულტურის აღორძინებისთვის კარგ საქმეს, ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს

გრიგოლ გეგელია: მამუკა ხაზარაძე იქნება თუ სხვა, ვინც გააკეთებს კულტურის აღორძინებისთვის კარგ საქმეს, ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს

მადლობა ღმერთს, რომ ვიღაცას აქვს იმის სახსრები, რომ მსგავსი ფონდები გააკეთოს, - ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის “ წევრმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებას „ხაზარაძეების ფონდი კულტურისთვის“ დაფუძნების შესახებ.

„მამუკა ხაზარაძე იქნება თუ სხვა იქნება ვინც გააკეთებს კულტურის აღორძინებისთვის კარგ საქმეს, ყველას ღმერთმა ხელი მოუმართოს. არჩევნები არის 1 წელში და არჩევნებამდე თუ არცერთი საქმე არ უნდა გაკეთდეს, ამ ქვეყნის საქმე ცუდად ყოფილა“, - აღნიშნა გეგელიამ.

მამუკა ხაზარაძემ, „ხაზარაძეების ფონდი კულტურისთვის“ დააფუძნა, რომლის დონორიც, როგორც თავად ამბობს, მისი ოჯახი იქნება. ფონდის წევრები ხელოვნების სხვადასხვა სფეროს დამოუკიდებელი პროფესიონალები იქნებიან.