ირაკლი ქადაგიშვილი: 2024 წელს ამომრჩეველი „ნაციონალურ მოძრაობას“ მკაცრად და მკაფიოდ გასცემს პასუხს

ირაკლი ქადაგიშვილი: 2024 წელს ამომრჩეველი „ნაციონალურ მოძრაობას“ მკაცრად და მკაფიოდ გასცემს პასუხს

„ნაციონალური მოძრაობის“, როგორ პოლიტიკური პარტიის მძიმე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ცალსახაა, რაც რუსეთს აგრესიის განხორციელების შესაძლებლობა მიეცა ასე დაუფარავად, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„2024 წელს ამომრჩევლის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ მკაცრად და მკაფიოდ იქნება გაცემული პასუხი“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

„ხალხის ძალა“ „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებას ითხოვს. საზოგადოებრივი მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ ამ პარტიამ საკუთარ ქმედებებზე პასუხი არა მხოლოდ პოლიტიკურად, სამართლებრივადაც უნდა აგოს.