ეკა სეფაშვილი: საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იცოდეს, როგორ გამოიწვია „ნაციონალური მოძრაობის“ მოღალატეობრივმა პოლიტიკამ ჩვენი სამშობლოს 20%-ის ოკუპაცია

ეკა სეფაშვილი: საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იცოდეს, როგორ გამოიწვია „ნაციონალური მოძრაობის“ მოღალატეობრივმა პოლიტიკამ ჩვენი სამშობლოს 20%-ის ოკუპაცია

საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იცოდეს ის ინფორმაცია, ფაქტები, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდს უკავშირდება, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

„მნიშვნელოვანია იცოდეს, როგორ გამოიწვია მათმა მოღალატეობრივმა პოლიტიკამ ჩვენი სამშობლოს 20%-ის ოკუპაცია და არა მარტო ეს, უნდა იცოდეს იმ სისტემური დანაშაულების შესახებ, რომელსაც ეს რეჟიმი ჩადიოდა“, - განაცხადა სეფაშვილმა.

„ხალხის ძალა“ „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებას ითხოვს. საზოგადოებრივი მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ ამ პარტიამ საკუთარ ქმედებებზე პასუხი არა მხოლოდ პოლიტიკურად, სამართლებრივადაც უნდა აგოს.