რომან გოცირიძე მამუკა ხაზარაძის ფონდზე: მთავარი ამოსავალი ყოველთვის უნდა იყოს - არის თუ არა კანონიერი? ბუნებრივია, ეს არის კანონიერი

რომან გოცირიძე მამუკა ხაზარაძის ფონდზე: მთავარი ამოსავალი ყოველთვის უნდა იყოს - არის თუ არა კანონიერი? ბუნებრივია, ეს არის კანონიერი

პარლამენტის დეპუტატი რომან გოცირიძე მამუკა ხაზარაძის ოჯახის მიერ კულტურის სფეროში ფონდის დაარსების იდეას ეხმიანება.

„როგორც ვხედავ, ხაზარაძის განცხადებაში არ ჩანს, რომ ის პირადად შეარჩევს იმ სფეროებს, რომელსაც ეს ფონდი დააფინანსებს. ეს არის დასავლური სტანდარტი, როდესაც ფულს გამოყოფ, მაგრამ ფულის განკარგვის უფლებას აძლევ ნეიტრალურ და დამოუკიდებელ კომისიას. ამაში გასაკვირი არაფერია. მთავარი ამოსავალი ყოველთვის უნდა იყოს - არის თუ არა კანონიერი? ბუნებრივია, ეს არის კანონიერი“, - აღნიშნა გოცირიძემ.

მამუკა ხაზარაძემ, „ხაზარაძეების ფონდი კულტურისთვის“ დააფუძნა, რომლის დონორიც, როგორც თავად ამბობს, მისი ოჯახი იქნება. ფონდის წევრები ხელოვნების სხვადასხვა სფეროს დამოუკიდებელი პროფესიონალები იქნებიან.