ირაკლი ქადაგიშვილი ხაზარაძის მიერ ფონდის დაფუძნებაზე: ჩვეულებრივი წინასაარჩევნო ელფერი დასდევს

ირაკლი ქადაგიშვილი ხაზარაძის მიერ ფონდის დაფუძნებაზე: ჩვეულებრივი წინასაარჩევნო ელფერი დასდევს

პოლიტიკოსები მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებას აფასებენ, რომელმაც „ხაზარაძეების ფონდი კულტურისთვის“ დააფუძნა.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ამ ფაქტს წინასაარჩევნო ელფერი დასდევს.

„სულ მცირე, ასეთი საქმე [ფონდის დაფუძნება] წინასაარჩევნო პერიოდში კი არ უნდა წამოიწყო, არჩევნებამდე ათეული წლით ადრე უნდა იზრუნო კულტურაზეც, ხელოვნებაზეც და ყველა სხვა სოციალურ პროგრამაზეც. მაშინ იქნება ეს აღქმული ხალხის მხრიდან, როგორც უანგარო სამსახური. დღეს რა თქმა უნდა ამას ჩვეულებრივი წინასაარჩევნო ელფერი დასდევს“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.