თავის დროზე ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო მისი პოლიტიკიდან გასვლა, თუ სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს, გუნდი, მხოლოდ მიესალმება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძეს ჰკითხეს, დაესწრება თუ არა ბიძინა ივანიშვილი 30 დეკემბერს „ქართული ოცნების“ ყრილობას.
„ამ თემასთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოზე არავითარი განხილვა არ ყოფილა. თავის დროზე მისი გადაწყვეტილება იყო, რაც პოლიტიკიდან გასვლას უკავშირდებოდა. სხვა გადაწყვეტილებას თუ მიიღებს, ეს მისი გადაწყვეტილება იქნება. ამ შემთხვევაში, გუნდი მხოლოდ მიესალმება, ეს არაერთხელ გვითქვამს“, - განმარტა ირაკლი კობახიძემ.