ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ არ მოხდეს რუსეთის ტერიტორიული წინსვლა საქართველოს ტერიტორიაზე, რაც მოხდა არაერთგზის წინა და იმის წინა ხელისუფლებების დროს. ჩვენი მთავარი ამოცანა ეს არის და მას, მადლობა ღმერთს, წარმატებით ვასრულებთ, - ამის შესახებ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„პირველი ხელისუფლება ვართ, რომლის პირობებშიც რუსეთს ტერიტორიული წინსვლა არ ჰქონია. მათ [წინა ხელისუფლებამ] აღიარეს დანაშაული, რომელიც ჩაიდინეს 2008 წელს. როდესაც „ოკუპაციის შესახებ“ კანონი მიიღეს, იქ დამატებით ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნიეს იმ საზღვრებში არსებული ტერიტორია. მაშინ ჯერ კიდევ არ ჰქონდათ დაკავებული რუსებს შესაბამისი ტერიტორია და მათ პირდაპირ თქვეს, რომ რუსების მიერ ოკუპირებული იყო მთლიანად ის ტერიტორია, რომელიც ექცეოდა მათ მიერ აღდგენილ საზღვრებში. დანაშაული დანაშაულზე აქვს ჩადენილი. ჩვენი მთავარი ამოცანა არის ის, რომ არ მოხდეს რუსეთის ტერიტორიული წინსვლა საქართველოს ტერიტორიაზე, რაც მოხდა არაერთგზის წინა და იმის წინა ხელისუფლებების დროს. ჩვენი მთავარი ამოცანა ეს არის და მას, მადლობა ღმერთს, წარმატებით ვასრულებთ“, - აღნიშნა კობახიძემ.