რაც შეეხება არგაღიზიანების პოლიტიკას, მე მას პრაგმატულ პოლიტიკას დავარქმევდი - პრაგმატული პოლიტიკა ამართლებს და ეს კონკრეტული შედეგებით არის გამოხატული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„შეგახსენებთ წინა ხელისუფლების არაპრაგმატულ პოლიტიკას: ეს იყო ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია. ამ ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. აღიარება. ეს იყო 30 000 დევნილი 2008 წელს. ეს იყო 400-ზე მეტი დაღუპული. ამასთან ერთად, ეკონომიკურ-სტრატეგიულ ობიექტებს რომ გადასცემდნენ, ეს ცალკე საკითხია. რაც შეეხება მათ შორის გატაცებებს, იზოლატორში გადაყვანებს და ა.შ. აქაც რომ ნახოთ მონაცემები, 10-ჯერ მეტია წინა ხელისუფლების დროს“, - აღნიშნა კობახიძემ.