როდესაც პრემიერმა წლიური ანგარიში წარადგინა, ისაუბრა სხვადასხვა ინდექსზე, ყველა მიმართულებით, იქნება ეს დემოკრატიული განვითარება, ეკონომიკური საკითხები, კორუფციასთან ბრძოლა და ა.შ. ჩვენი ქვეყანა ყველგან მოწინავეა რეგიონში და არა მარტო რეგიონში, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ ფუნდამენტურად შეიცვალა ვითარება დემოკრატიის, ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში.
„ხშირ შემთხვევაში ვუსწრებთ ევროკავშირის წევრ მთელ რიგ ქვეყნებს, ეს არის რეალური სურათი, რაც მოიტანა 2012 წლის დემოკრატიულმა გარდატეხამ. ფუნდამენტურად შეიცვალა ვითარება დემოკრატიის, ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში. საბოლოო ჯამში, ეს აისახება ყველა იმ ობიექტურ ინდექსში, რომელიც ქვეყნდება კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.