ნიკოლოზ სამხარაძე: დღეს ბრიუსელში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს უსმენდნენ როგორც თანასწორ სუბიექტს და ალიანსის ერთ-ერთი წევრი სახელმწიფოს ერთ-ერთ ლიდერს

ნიკოლოზ სამხარაძე: დღეს ბრიუსელში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს უსმენდნენ როგორც თანასწორ სუბიექტს და ალიანსის ერთ-ერთი წევრი სახელმწიფოს ერთ-ერთ ლიდერს

დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს უსმენდნენ როგორც თანასწორ სუბიექტს და ალიანსის ერთ-ერთი წევრი სახელმწიფოს ერთ-ერთ ლიდერს, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ბრიუსელში განაცხადა.

ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ადგილი ნატოში და საქართველო აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი.

ნატოელმა პარტნიორებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს შთამბეჭდავი პროგრესი რეფორმების თვალსაზრისით და საქართველო კიდევ ერთხელ მოიხსენიეს, როგორც რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით ჩემპიონია“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბელგიის სამეფოში, ბრიუსელში 5 დეკემბერს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარის მონაწილეობით ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაშია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და პარლამენტის წევრი ქეთევან თურაზაშვილი.