გია ვოლსკი - უნგრეთს საკმაოდ მძლავრი პოზიციები აქვს ევროპარლამენტის ფორმატში, მათი მხარდაჭერა აქაც გარანტირებულია

გია ვოლსკი - უნგრეთს საკმაოდ მძლავრი პოზიციები აქვს ევროპარლამენტის ფორმატში, მათი მხარდაჭერა აქაც გარანტირებულია

უნგრეთს საკმაოდ მძლავრი პოზიციები აქვს ევროპარლამენტის ფორმატში, მათი მხარდაჭერა აქაც გარანტირებულია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ უნგრეთში გამართულ შეხვედრებზე საუბრისას განუცხადა.

მისივე თქმით, უნგრეთის მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან შეხვედრის მთავარი მიზანი ურთიერთმხარდაჭერა იყო.

„მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ურთიერთმხარდაჭერა. რასაკვირველია, ევროკავშირის თემა საგანგებოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის. უნგრეთს საკმაოდ მძლავრი პოზიციები აქვს ევროპარლამენტის ფორმატში და აქაც მათი მხარდაჭერა გარანტირებულია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, უნგრეთში გამართულ შეხვედრებზე განხილული იყო პარტიულ სტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხები.

„სტრუქტურაზე იყო საუბარი, მართვის სისტემაზე, პარტიული მუშაობისა და პარტიული მშენებელობის გამოცდილებაზე. საკმაოდ საინტერესო გამოცდილება აქვთ, მართვის ევროპული სტანდარტია, რომელიც, რა საკვირველია, რაღაც საკითხებში გასაზიარებელია, თუმცა ჩვენი პოზიციებიც, პარტიული მშენებლობის პარტიული მუშაობის ხედვები მათთვისაც იყო საინტერესო“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.