ბექა ოდიშარია: სალომე ზურაბიშვილი უკვე დიდი ხანია აღარ არის იმ კალაპოტში, რასაც ზეპარტიული პრეზიდენტი ჰქვია

ბექა ოდიშარია: სალომე ზურაბიშვილი უკვე დიდი ხანია აღარ არის იმ კალაპოტში, რასაც ზეპარტიული პრეზიდენტი ჰქვია

სალომე ზურაბიშვილი უკვე დიდი ხანია აღარ არის იმ კალაპოტში, რასაც ზეპარტიული პრეზიდენტი ჰქვია. ის დისტანცირდება საკუთარი ამომრჩევლებისგან, მისი ყოფილი მხარდამჭერებისგან, რომლებიც ამ ქვეყნის უმრავლესობას წარმოადგენენ, ვის ხარჯზეც მან არჩევნებში გაიმარჯვა, ვინც გაისარჯა და დღე-ღამე გაათენა, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

„ქალბატონი სალომე დაშორდა ამ ადამიანებს. მისი ნარატივები ძალიან ხშირად ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის ნარატივებს. საზოგადოებაშიც ხშირად ხვდება ამ ადამიანებთან ერთად, რომლებიც მას უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდნენ. მოღალატეს, რუსეთის აგენტს უწოდებდნენ. არ ვიცი ეს შემწყნარებლობის რაიმე ხარისხია თუ სხვა რამ. სალომე ზურაბიშვილის მჭიდში არსებული ერთადერთი აქტივი იყო „ქართული ოცნების“. ეს რომ არა სალომე ზურაბიშვილს გაპრეზიდენტების მცირე შანსიც კი არ ჰქონდა. როდესაც ის ასე მკვეთრად და დეკლარირებულად დისტანცირდება ამ ადამიანებისგან, ვისთან უნდა გაერთიანდეს? ვისთან უნდა გაერთიანდეს ეს ადამიანი, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიოს“, - აღნიშნა ოდიშარიამ.