ბექა ოდიშარია: ევროპელმა ლიდერებმა და ევროკავშირის სტრუქტურებმა უკვე დაუშვეს პრეცედენტი, როდესაც ერთ კალათაში მოაზრებული ტრიოს ქვეყნები უსამართლოდ დაშორიშორდნენ ერთმანეთს

ბექა ოდიშარია: ევროპელმა ლიდერებმა და ევროკავშირის სტრუქტურებმა უკვე დაუშვეს პრეცედენტი, როდესაც ერთ კალათაში მოაზრებული ტრიოს ქვეყნები უსამართლოდ დაშორიშორდნენ ერთმანეთს

ევროპელმა ლიდერებმა და ევროკავშირის სტრუქტურებმა უკვე დაუშვეს პრეცედენტი, როდესაც ერთ კალათაში მოაზრებული ტრიოს ქვეყნები უსამართლოდ დაშორიშორდნენ ერთმანეთს, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ხომ არ აისახება ნეგატიურად საქართველოსთან დაკავშირებით მისაღებ გადაწყვეტილებაზე ის ფაქტი, რომ უნგრეთი უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას ეწინააღმდეგება.

„მე გამიჭირდება ათობით ევროპელი ლიდერის ნაცვლად საუბარი, თუმცა პრეცედენტი ევროპელმა ლიდერებმა და ევროკავშირის სტრუქტურებმა უკვე დაუშვეს, როდესაც ერთ კალათაში მოაზრებული ტრიოს ქვეყნები უსამართლოდ დაშორიშორდნენ ერთმანეთს და საქართველო ნამდვილად დაიჩაგრა, რასაც უკვე ეთანხმება საერთაშორისო საზოგადოების მრავალი გავლენიანი წევრი ევროპარლამენტში, ევროკავშირსა თუ ევროკომისიაში. რაც შეეხება საქართველოს მიმართ დამოკიდებულებას, ამაზე უნგრეთის, ისევე როგორც ევროკომისიის პოზიცია ცალსახაა, მოლოდინი პოზიტიურია“, - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.