შალვა პაპუაშვილი: დარწმუნებული ვარ, ევროპული ღირებულებები უკარნახებს ყველას, რომ ინდივიდუალურად უნდა მიუდგნენ ყველა ქვეყანას და გადაწყვეტილებაც უნდა იყოს ინდივიდუალური

შალვა პაპუაშვილი: დარწმუნებული ვარ, ევროპული ღირებულებები უკარნახებს ყველას, რომ ინდივიდუალურად უნდა მიუდგნენ ყველა ქვეყანას და გადაწყვეტილებაც უნდა იყოს ინდივიდუალური

რაც შეეხება ევროპულ საბჭოს და საუბარს, თითქოს შეიძლება რომელიმე ქვეყანამ დააკავშიროს უნგრეთის პოზიცია საკუთარ პოზიციასთან საქართველოს მიმართ, ვფიქრობ, ეს არ იქნება სწორი მიდგომა და კიდევ ერთხელ იქნება საქართველოს ინსტრუმენტალიზაცია, თუ შიდა დისკუსიების გამო საქართველოს ინსტრუმენტად გამოყენება მოხდება , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„თუ ერთი ქვეყანა რაღაც გადაწყვეტილებას არ მიიღებს , მაშინ საქართველოს სხვა ქვეყანა არ დაუჭერს მხარს - ეს უსამართლობა იქნება ქართველი ხალხის მიმართ და დაჩაგვრა. დარწმუნებული ვარ, ევროპული ღირებულებები უკარნახებს ყველას, რომ ინდივიდუალურად უნდა მიუდგნენ ყველა ქვეყანას და გადაწყვეტილებაც უნდა იყოს ინდივიდუალური. ჩვენ გვაქვს პოზიტიური დასკვნა ევროკომისიიდან და აქამდეც გვესმოდა სხვადასხვა ქვეყნიდან პოლიტიკური მხარდაჭერის გზავნილები. მათი პასუხისმგებლობის საკითხია სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.