ენტონი ბლინკენი: თუ ბრძოლის ველზე უკრაინის წარმატებას ვერ უზრუნველვყოფთ და პუტინი დაუსჯელი დარჩება, ეს გახსნის აგრესიის პანდორის ყუთს მთელ მსოფლიოში

ენტონი ბლინკენი: თუ ბრძოლის ველზე უკრაინის წარმატებას ვერ უზრუნველვყოფთ და პუტინი დაუსჯელი დარჩება, ეს გახსნის აგრესიის პანდორის ყუთს მთელ მსოფლიოში

თუ ბრძოლის ველზე უკრაინის წარმატებას ვერ უზრუნველვყოფთ და ვლადიმირ პუტინი დაუსჯელი დარჩება, ეს გახსნის აგრესიის პანდორის ყუთს მთელ მსოფლიოში, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

„უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ უკრაინამ გააგრძელოს წარმატების მიღწევა, ხოლო რუსეთმა განიცადოს მარცხი. თუ პუტინი დაუსჯელი დარჩება, ეს გახსნის აგრესიის პანდორის ყუთს მთელ მსოფლიოში. სხვა შესაძლო აგრესორები ამას დაინახავენ, მოისმენენ, ისწავლიან და დასკვნებს გამოიტანენ. როგორც იტყვიან, ამ საქმეში პრევენციის ერთი უნცია მომდევნო ეტაპზე მკურნალობის 10 ფუნტს სჯობს“, - აღნიშნა ბლინკენმა.