პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ფიქრობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მძიმე პროცესები მიდის.
„მძიმე პროცესები მიდის „ნაციონალურ მოძრაობაში“ და ყოველი მათი ახალი გადაწყვეტილება, რომელიც არის დეკლარირებული როგორც ამ კრიზისის გადაჭრის გზა, კიდევ უფრო აღრმავებს კრიზისს“, - აღნიშნა გოცირიძემ.
„ნაციონალურ მოძრაობას“ პარტიის წევრები ყოველდღიურად ტოვებენ. პარტიიდან გასვლის პროცესი გრძელდება. დღეს „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს ხობის საკრებულოს 11 წევრი გაემიჯნა - მათ პარტია ოფიციალურად დატოვეს.