უფრო შეიძლება ოპოზიციის პოლიტიკურ უმეცრებაზე იყოს საუბარი, ვიდრე მათი მხრიდან უმრავლესობის მიმართ უნდობლობაზე. რა უნდობლობაზეა საუბარი, როდესაც რეკომენდაციების გამოქვეყნების დღიდან, როგორც კი უმრავლესობა, ხელისუფლება თავიდან ბოლომდე ჩაერთო და აქტიური პროცესი დაიწყო რეკომენდაციების შესასრულებლად, ოპოზიციას იშვიათი გამონაკლისების გარდა, არაფერი გაუკეთებია, თითი თითზე არ დაუდია, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„დღეს შემდგომ ნაბიჯებთან მიმართებით ოპოზიციის მხრიდან ასევე პოპულისტური განცხადებებით არის გადავსებული მედიასეგმენტი, თითქოს ხმალამოღებით სურთ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია, თუმცა საქმე საქმეზე როცა მიდგება ისინი თავის ადგილსაც ვერ პოულობენ, რადგან მათი სურვილები ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის სურვილს არ ემთხვევა“, - აღნიშნა.