ალექსანდრე რაქვიაშვილი: თუ მართლა მიხეილ სააკაშვილს უჭერენ მხარს, „ნაცებში“ უნდა დარჩნენ, თუ არა და სხვა პოზიცია უნდა დაიკავონ და მინიმუმ სააკაშვილის კრიტიკა უნდა დაიწყონ

ალექსანდრე რაქვიაშვილი: თუ მართლა მიხეილ სააკაშვილს უჭერენ მხარს, „ნაცებში“ უნდა დარჩნენ, თუ არა და სხვა პოზიცია უნდა დაიკავონ და მინიმუმ სააკაშვილის კრიტიკა უნდა დაიწყონ

თუ მართლა მიხეილ სააკაშვილს უჭერენ მხარს „ნაცებში“ უნდა დარჩნენ, თუ არა და სხვა პოზიცია უნდა დაიკავონ და მინიმუმ სააკაშვილის კრიტიკა უნდა დაიწყონ, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ ნიკა მელია ამ ხალხის მეშვეობით ახალ გაერთიანებას შექმნის, არ ჰგონია, რომ ამას რაიმე პერსპექტივა ექნება.

„ყველაზე კარგ შემთხვევაში, ეს გაერთიანება საბოლოო ჯამში მაინც დაიშლება და დაახლოებით ბურჭულაძის პარტიის მომავალი ელოდება. ცუდ შემთხვევაში უფრო მალე დაიშლება. თუ პოლიტიკაში უნდათ და უნდათ დარჩნენ იმით, რომ მიხეილ სააკაშვილი უფრო მეტად უყვართ, ვიდრე ის, ვინც ახლა არის „ნაცმოძრაობაში“, მე მგონი ეს გზა ძალიან ჩიხში შეიყვანს და მალევე წარუმატებლობას დაინახავენ. თუ მართლა მიხეილ სააკაშვილს უჭერენ მხარს, „ნაცებში“ უნდა დარჩნენ, თუ არა და მაშინ სხვა პოზიცია უნდა დაიკავონ და მინიმუმ სააკაშვილის კრიტიკა უნდა დაიწყონ“, - აღნიშნა რაქვიაშვილმა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ პარტიის წევრები ტოვებენ. ზუგდიდში პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ 17-მა წევრმა გააკეთა, მათგან 14 ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია.