მაია კალანდია: „ნაციონალურ მოძრაობაში“ არადემოკრატიული პრინციპებით მართვა დამკვიდრდა, ჩვენ ახალ პლატფორმას გავაკეთებთ, ეს იქნება ერთიანი, სხვა ბრძოლა

მაია კალანდია: „ნაციონალურ მოძრაობაში“ არადემოკრატიული პრინციპებით მართვა დამკვიდრდა, ჩვენ ახალ პლატფორმას გავაკეთებთ, ეს იქნება ერთიანი, სხვა ბრძოლა

პარტიაში მიმდინარე მოვლენების გამო, ჩვენ ვერაფრით მოვახერხეთ, ერთმანეთისკენ მიმავალი გზები გამოგვენახა, იმიტომ რომ პარტიაში არადემოკრატიული პრინციპებით მართვა დამკვიდრდა, - ამის შესახებ„ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარე მაია კალანდიამ ბრიფინგზე განაცხადა.

„არ გამოვიდა ერთიანი ბრძოლა, ვერ გავერთიანდით. იყო ძალიან დიდი ღირებულებები, რომელმაც ერთმანეთს დაგვაშორა. იყო ბევრი შეცდომა მათგან დაშვებული. თავიანთ ბრძოლაში მათ წარმატებას ვუსურვებ, ჩვენ კი ახალ პლატფორმას გავაკეთებთ, ეს იქნება ერთიანი, სხვა ბრძოლა“, - აღნიშნა კალანდიამ.

„ნაციონალურ მოძრაობას“ პარტიის წევრები ტოვებენ. ზუგდიდში პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ 17-მა წევრმა გააკეთა, მათგან 14 ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია.