ანა ბუჩუკურმა ვაშინგტონში  დისკუსიის „საქართველოს პოლიტიკური გზა ევროპამდე“ მონაწილეებს სიტყვით მიმართა

ანა ბუჩუკურმა ვაშინგტონში  დისკუსიის „საქართველოს პოლიტიკური გზა ევროპამდე“ მონაწილეებს სიტყვით მიმართა

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი,  პარტიის „“საქართველოსთვის“ პოლიტიკური ჯგუფის წევრი ანა ბუჩუკური დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) მხარდაჭერით,  ქალ დეპუტატებთან ერთად, ვაშინგტონში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა კონგრესის, სახელმწიფო დეპარტამენტის, USAID-ისა და IRI-ს წარმომადგენლებთან, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) ორგანიზებითვე გაიმართა საჯარო დისკუსია/პანელი „საქართველოს პოლიტიკური გზა ევროპამდე”.

ანა ბუჩუკურის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის იდგა ქართველი ხალხის გვერდით და ეს მხარდაჭერა დღეს, ასეთ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში,  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.