ქართული მართლმსაჯულება, სასამართლო სისტემა ბევრად უსწრებს წინ ნებისმიერ ჩვენს მეგობარ ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ.
მისი თქმით, ქართული მართლმსაჯულება სრულად დაცლილია კორუფციისგან.
„ჩვენ არ გვაქვს არცერთი მტკიცებულება და ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს, ვერავისგან მივიღებთ მითითებას იმის თაობაზე, რომ ქართულ მართლმსაჯულებაში არის კორუფცია. ქართული მართლმსაჯულება სრულად დაცლილია კორუფციისგან, ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნის და მართლმსაჯულების სისტემის. სასამართლოს ნდობა აქვს, რასაც ადასტურებს საქმეთა ნაკადი, მოსახლეობის, მხარეების განწყობა. ჩვენ 2018 წლიდან შიდა კვლევებს ვაწარმოებთ სასამართლოში და საკმაოდ მაღალი რეიტინგი გვაქვს, თუმცა არასდროს ვარ კმაყოფილი მიღწეულით. სანამ მე ვარ თავმჯდომარე, გაძლევთ პირობას, რომ ვერცერთ ეტაპზე სასამართლოში პოლიტიკა ვერ შემოვა“, - განაცხადა ქადაგიძემ.