„პოლიტიკოში“ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაზე, რომელშიც ქართული პოლიტიკიდან წასული ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენიეს „ქრონიკამ“ სკანდალური დეტალები გაარკვია

„პოლიტიკოში“ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაზე, რომელშიც ქართული პოლიტიკიდან წასული ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენიეს „ქრონიკამ“ სკანდალური დეტალები გაარკვია

„პოლიტიკოში“ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაზე, რომელშიც ქართული პოლიტიკიდან წასული ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენიეს, ახალი დეტალები ხდება ცნობილი. რა მიზანს ემსახურებოდა სტატია, დეტალები „ქრონიკამ“ გაარკვია.

„ქრონიკა“ დაინტერესდა, თუ ვინ არიან ამ პუბლიკაციის ავტორები. სტატიის ავტორებს შორისაა ჟურნალისტი ზოია შეფტალოვიჩი, რომლის მიერ გამოქვეყნებული არა მხოლოდ სტატიები, არამედ პოსტები სოციალურ ქსელში გამოირჩევა „ქართული ოცნების“ კრიტიკით და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი გზავნილებით. ეს ჟურნალისტი არ არის ერთადერთი, რომელიც მსგავსი შინაარსის სტატიებს წერს „პოლიტიკოზე“. შეფტალოვიჩთან ერთად, თანაავტორობით ხშირად აქვეყნებს პუბლიკაციებს ნიკოლას კამუტი. მის სტატიებში საუბარია სააკაშვილის თითქოსდა მოწამვლაზე და მსჯავრდადებულის რთულ მდგომარეობაზე. აქ კიდევ მორიგ სკანდალურ დეტალს ვხვდებით. კამუტი გიული ალასანიას მიერ გაფორმებული ხელშეკრულების ლობისტების სიაშია. ცნობილია, რომ მასთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა სააკაშვილის ადვოკატ მასიმო დიანჯელოს.

„პოლიტიკოში“ გამოქვეყნებულ სტატიაში არსებული არაერთი დეტალი რომ რეალობას არ შეესაბამება, ამაზე სახელისუფლებო გუნდშიც საუბრობენ და აცხადებენ, რომ ეს გარემოებები მიკერძოებასა და არაობიექტურობაზე მეტყველებს.