იერუსალიმში ტერაქტი მოხდა - არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ გაჩერებაზე უცნობმა პირებმა გამვლელებს ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
მოკლულია ახალგაზრდა ქალი. პოლიციამ ადგიზლე ორი თავდასხმელი მოკლა, ისინი პალესტინელები არიან.
საგანგებო სამსახურების ცნობით, დაჭრილია სულ მცირე 7 ადამიანი, ორი დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულია და მათ სამედიცინო დახმარებას ადგილზე უწევენ.