The Washington Post: უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკული სამხედრო დახმარების დაახლოებით 90% აშშ-ში რჩება

The Washington Post: უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკული სამხედრო დახმარების დაახლოებით 90% აშშ-ში რჩება

უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკული სამხედრო დახმარების დაახლოებით 90% აშშ-ში რჩება. ამის შესახებ The Washington Post-ი წერს.

გამოცემის ცნობით, თანხის უდიდესი ნაწილი იხარჯება ახალი შეიარაღების წარმოებისთვის, ან ამერიკული მარაგებიდან უკრაინაში გაგზავნილი შეიარაღების ჩასანაცვლებლად.

კერძოდ, უკრაინისთვის შეიარაღების წარმოება მიმდინარეობს 117 საწარმოო ხაზზე, 31 შტატის 71 ქალაქში.

ამასთანავე, გამოცემა აღნიშნავს, რომ 31 კონგრესმენი, რომელთა შტატებიც ან ოლქებიც ამ თანხებს იღებენ, უკრაინისთვის დახმარების შეზღუდვას ან შეწყვეტას უჭერს მხარს.

„მაშინ როდესაც რესპუბლიკელები და დემოკრატები ერთმანეთს ელექტორატის ხმებისთვის ებრძვიან და აშშ-ის საწარმოო ბაზის გაძლიერებაზე საუბრობენ, უკრაინისთვის დახმარების გამოყოფით სწორედ ეს კეთდება - ქარხნებში მიდის ფინანსური ნაკადები, რასაც პირდაპირი სარგებელი მოაქვს ამერიკელებისთვის, იქმნება სამუშაო ადგილები და ა.შ.“ - აღნიშნულია სტატიაში.