„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ ერთი და იგივე ადამიანები 8 თვის განმავლობაში ხან დემონსტრაციულად ტოვებენ პარტიას, ხან პარტიის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვენ, თუმცა არავინ გადადგომას არ აპირებს.
„ერთი და იგივე ადამიანები 8 თვის განმავლობაში ბოიკოტს უცხადებენ პარტიის ფუნქციონირებას. ხან დემონსტრაციულად ტოვებენ პარტიას, ხან პარტიის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვენ. პარტიას ისინი ვერანაირ პრობლემას ვერ შეუქმნიან. რა თქმა უნდა, არავინ გადადგომას არ აპირებს, პირიქით, ვაპირებთ ხელისუფლებაში მოსვლას“, - აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.
29 ნოემბერს „ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პოლიტიკური საბჭოს გაფართოების გადაწყვეტილება მიიღეს. როგორც „ნაცმოძრაობის“ წევრები აცხადებენ, ყველა, ვინც მიხეილ სააკაშვილის ერთობის მანიფესტს გაიზიარებს, საბჭოს შემადგენლობას დაემატება.