დავით კირკიტაძე: იმედს ვიტოვებ, რომ 23 ნოემბრის მანიფესტი ყველა იმ ადამიანის მხრიდან იქნება მხარდაჭერილი, რომელიც იზიარებს პარტიის იდეებს და პრინციპებს

დავით კირკიტაძე: იმედს ვიტოვებ, რომ 23 ნოემბრის მანიფესტი ყველა იმ ადამიანის მხრიდან იქნება მხარდაჭერილი, რომელიც იზიარებს პარტიის იდეებს და პრინციპებს

თუ პარტიის ხედვას, იდეოლოგიას, მიზნებსა და ამოცანებს არ იზიარებ, მაშინ რაღა გინდა ამ პარტიაში?, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ განაცხადა.

„იმედს ვიტოვებ, რომ მანიფესტი, რაც გამოქვეყნდა, ყველა იმ ადამიანის მხრიდან იქნება მხარდაჭერილი, რომელიც იზიარებს პარტიის იდეებსა და პრინციპებს“, - აღნიშნა კირკიტაძემ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიისა და მიხეილ სააკაშვილის 23 ნოემბრის მანიფესტი გამოაქვეყნა.