მუსიკოსმა ტრევის ბარკერმა მისი ცოლის, კორტნი კარდაშიანის ორსულობის დეტალები გაამხილა - მათ შორის ბავშვის დაბადების სავარაუდო თარიღი და მისთვის შერჩეული სახელი. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ჯგუფ Blink 182-ს დრამერმა პოდკასტში საუბრისას განაცხადა, რომ მათ შვილს როკი სერთინ ბარკერი ერქმევა და ბავშვი ჰელოუინზე ან ნოემბრის პირველ კვირაში დაიბადება.
47 წლის ბარკერი და 44 წლის კარდაშიანი 2022 წელს დაქორწინდნენ. ორივეს ჰყავს შვილები წინა ქორწინებიდან, თუმცა როკი მათი პირველი საერთო შვილი იქნება.