ეს არის ჩვეულებრივი კანონზომიერება, რომ ისედაც მარტივ მამრავლებად დაშლილი გაუგებარი წარმონაქმნი, რასაც „ნაციონალურ მოძრაობა“ ჰქვია, განაგრძობს უფრო წვრილ ნამსხვრევებად დაშლას, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.
„„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ყოფილები თუ დღეს არსებულები, ცალ-ცალკე იქნებიან თუ ერთად, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს ადამიანები ვერც ცალკე და ვერც ერთად, ჩვენს ქვეყანას ვერაფერს დაუშავებენ“, - აღნიშნავს ბერაია.
ნიკა მელიამ შესაძლოა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვოს. პარტიის ყოფილი თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ პოლიტიკურ საქმიანობას სხვა პლატფორმიდან გააგრძელებს.