კანდიდატის სტატუსი გახდა ერთგვარი მექანიზმი და ინსტრუმენტი გარკვეული ძალებისთვის, რომ გარკვეული არეულობა ან დესტაბილიზაცია შეიტანონ ქვეყანაში, - ამის შესახებ ექსპერტმა ლევან ნიკოლეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ამავდროულად ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა არის რეალურად ეს სტატუსი და რას იძლევა ასეთ მნიშვნელოვანს. არის კი კანდიდატობა ისეთი რამ, რაც ჩვენს ქვეყანას მისცემს ისეთ ეკონომიკურ და პოლიტიკურ გარღვევას, რომ ერთ დღეს გავიღვიძებთ და დამშვენებულ ქვეყანაში ვიცხოვრებთ? რა თქმა უნდა, არა. ჩვენ ხომ ვიცით, რომ უამრავი ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ მოლოდინშია წევრობასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, კანდიდატის სტატუსი დამოკიდებული არ არის მხოლოდ ისეთ მიზეზებზე, როგორიც არის 12-პუნქტიანი რეკომენდაცია. პოლიტიკულ ნებაზეა დამოკიდებული კანდიდატის სტატუსის მიღება-არმიღება“, - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.