ბექა დავითულიანი: მე მართლა ვისურვებდი, რომ პრეზიდენტის ვიზიტები დადებითი შედეგის მომტანი იყოს

ბექა დავითულიანი: მე მართლა ვისურვებდი, რომ პრეზიდენტის ვიზიტები დადებითი შედეგის მომტანი იყოს

მე მართლა ვისურვებდი, რომ მისი [პრეზიდენტი] ვიზიტები დადებითი შედეგის მომტანი იყოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

„თუმცა იმ განცხადებებიდან რაც მოვისმინეთ, მათ შორის ბალტიისპირელი ლიდერისგან, პრეზიდენტმა ნაცვლად იმისა, როგორც აცხადებს, რომ წამოეღო თანხმობა კანდიდატის სტატუსზე, წამოიღო დამატებითი სანქციებზე მიერთებისა და ქვეყნისთვის პრობლემების შექმნის თხოვნა. მე მგონი ჯობია, რომ თუ მიდიხარ, რაღაც კარგი წამოიღო“, - აცხადებს დავითულიანი.