ოპოზიციასთან ნებისმიერი შეხვედრა ნიშნავს, რომ ხდება კოორდინაცია, პოზიციების შეჯერება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ პრეზიდენტზე საუბრისას განაცხადა.
„მთავარი, რაც გავიგეთ მისი მოგზაურობის შედეგებიდან, არის ის, რომ კიდევ ძალაშია რაღაც გაუგონარი ფორმულა, რომ კანდიდატის სტატუსი საზოგადოებას ეკუთვნის, მთავრობას კი - არა. ეს არის მინიშნება იმისკენ, რომ საზოგადოებამ ყველა ღონე უნდა იხმაროს იმისთვის, რომ თავისივე არჩეული მთავრობა მოიცილოს. ანუ, რევოლუციურ სცენარს ემთხვევა მისი ეს განცხადებები, ვოიაჟი და თავისთავად კონსტიტუციის დარღვევა“, - აღნიშნა ვოლსკიმ.