მიხეილ სარჯველაძე: პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება როგორ შეიძლება უარყოფით გავლენას ახდენდეს ევროინტეგრაციაზე?!

მიხეილ სარჯველაძე: პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება როგორ შეიძლება უარყოფით გავლენას ახდენდეს ევროინტეგრაციაზე?!

პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება როგორ შეიძლება უარყოფით გავლენას ახდენდეს ევროინტეგრაციაზე?!, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„რა, ეს იმას ნიშნავს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოს, სადაც არსებობს იმპიჩმენტის ინსტრუმენტი, მისი სამართლებრივად გამართულად და სწორად განვითარება არის არაევროპული ნაბიჯი?! ამის თქმა უნდა ვინმეს? არ მგონია, ვინმემ პრეტენზია წაუყენოს საქართველოს იმის გამო, რატომ ახორციელებს დემოკრატიული კონსტიტუციისთვის აბსოლუტურად ნაცნობ ინსტრუმენტს, როგორიც არის იმპიჩმენტი“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.