რომან კაკულია: პოლიტიკური ძალებისგან ხალხი ელოდება პასუხს ორ თემაზე - როგორი რეაქცია ექნებათ მათ რუსეთისგან მომავალ საფრთხეებზე და რამდენად ადეკვატურად აფასებენ ისინი დასავლეთის მხარდაჭერას

რომან კაკულია: პოლიტიკური ძალებისგან ხალხი ელოდება პასუხს ორ თემაზე - როგორი რეაქცია ექნებათ მათ რუსეთისგან მომავალ საფრთხეებზე და რამდენად ადეკვატურად აფასებენ ისინი დასავლეთის მხარდაჭერას

პოლიტიკური ძალებისგან ხალხი ელოდება პასუხს ორ თემაზე - როგორი რეაქცია ექნებათ მათ რუსეთისგან მომავალ საფრთხეებზე და რამდენად ადეკვატურად აფასებენ ისინი დასავლეთის მხარდაჭერას? ამაზე არგუმენტირებული პასუხი თუ არ გაქვს, მესამე ძალას როგორ შექმნი?!, - ამის შესახებ „ქრონიკას“ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ განუცხადა.

მისი თქმით, მსოფლიოში პოლიტიკური სიტუაცია ყოველდღიურად იცვლება და რთულდება. საქართველოს მოსახლეობა კი ელოდება პასუხს აღნიშნულ ორ თემაზე, რათა ამით „პოლიტიკური ძალების მომავალი დაინახოს ადეკვატურ დამოკიდებულებაში ზოგადად ყველაფრის მიმართ და არა კონკრეტულად „ქართულ ოცნებასთან“ დაპირისპირებაში“.

„სამწუხაროდ, აღქმა იმისა, თუ რა ხდება გარეთ, ძალიან ბევრ ადამიანს არ აქვს, ასევე არ აქვს აღქმა იმისა, თუ რამდენად რეალურია რუსეთის საფრთხე. როგორ შეიძლება ისაუბრო იმაზე, რომ მას არ აქვს რაიმეს თავი და იგნორი უნდა გავუკეთოთ. ვსაუბრობ იმ ადამიანებზე, რომელთაც პოლიტიკაში მოსვლის პრეტენზია აქვთ. მაგალითად, ისინი აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ არის პრორუსული ძალა. რომც გავყვეთ ამაში, მაშინ შენ ვინ ხარ? - რა პასუხი გაქვს შეკითხვაზე, რუსეთისგან მომავალ საფრთხეზე რა რეაქცია გინდა რომ გქონდეს და დასავლეთის მხარდაჭერას რამდენად ადეკვატურად აფასებ? ეს ორი არგუმენტი თუ არ გაქვს, მესამე ძალას როგორ შექმნი?! ხალხი ელოდება პასუხს ამ ორ თემაზე, რათა შენი მომავალი დაინახოს ადეკვატურ დამოკიდებულებაში ზოგადად ყველაფრის მიმართ და არა კონკრეტულად „ქართულ ოცნებასთან“ დაპირისპირებაში. ეს სულ სხვა თემაა და მოდით, ვიყოთ რეალისტები და გავითვალისწინოთ ის, რომ მსოფლიოში მიმდინარეობს პარადიგმის ცვლილება, როდესაც ქვეყნები ერთმანეთთან აღარ ურთიერთობენ წინა პარადიგმებით. ისინი ძალთა ბალანსის თემით შემოდიან და ძალთა ბალანსში ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ყველა კონკრეტიკა“, - განაცხადა კაკულიამ.

ცუგო- ჩემი აზრით, ეს კაცი ყოველთვის საინტერესო და ობიექტურია!
1 წლის უკან