ეს საკითხი ისე წარმოაჩინეს, თითქოს, ახალი თემაა. სინამდვილეში ეს საკითხი ივნისში დადგა და ამ მხრივ ეროვნულ ბანკსა და მთავრობას კომუნიკაცია აქვთ სავალუტო ფონდთან იმისთვის, რომ პროგრამის აღდგენაზე პოზიტიური გადაწყვეტილება იყოს მიღებული, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ახლაც იყო მისია ჩამოსული და მათი შეფასებები არის ძალიან პოზიტიურია. იმედია, საბოლოო გადაწყვეტილებაც პოზიტიური იქნება, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ თავდასხმები, რომელიც ახლა ეროვნულ ბანკზეა, სწორედ ის თავდასხმებია, რაც ჩვენს პარტნიორებს აყოვნებს ხოლმე ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებაში. ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია სიხარულით იყენებს ყველა ამ შესაძლებლობას, რომ რამენაირად პრობლემა შეუქმნას ამა თუ იმ სექტორს. ხედავენ, რომ შეუძლიათ, საკუთარი ყალბი აჟიოტაჟით რაიმენაირად ზიანი გამოიწვიონ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ადასტურებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა შეჩერებულია. ნათია თურნავა აღნიშნავს, რომ დროებით შეჩერებული პროგრამის განახლება აუცილებელია.