მამუკა მდინარაძე პარლამენტში დაპირისპირებაზე: პოლიტიკოსისგან არ არის კარგი მოსასმენი გინება, ისინი შეიძლება 100-ჯერ მეტს იმსახურებენ, მაგრამ ხალხი არ იმსახურებს რომ ეს მოისმინონ და ამიტომ, ბოდიშს ვიხდი

პარლამენტში ჩხუბი და აყალმაყალი რომ იყო, ერთ მომენტში ჩემი უწმაწური სიტყვები ისმოდა,  ხალხი არ იმსახურებს, რომ ეს მოისმინონ და ამიტომ ბოდიშს ვიხდი -  ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა. 

მამუკა მდინარაძის თქმით, პოლიტიკოსისგან არ არის კარგი მოსასმენი მსგავსი სიტყვები:

"პარლამენტში ჩხუბი და აყალმაყალი რომ იყო, უკადრებელი იკადრეს და გადაგვრიეს ყველა - ამაზე დღეს მომეცა პირველად საშუალება და მინდა ძალიან დიდი ბოდიში მოვუხადო ყველას, ერთ მომენტში ჩემი უწმაწური სიტყვები ისმოდა. უკაცრავად, პოლიტიკოსისგან არ არის კარგი მოსასმენი ეს გინება, ისინი შეიძლება 100-ჯერ მეტს იმსახურებენ, მაგრამ ხალხი არ იმსახურებს რომ ეს მოისმინონ და ამიტომ, ბოდიშს ვიხდი,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.