ანგუს კლაუდის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია

ანგუს კლაუდის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია

ეიფორიის ამომავალი ვარსკვლავი, ანგუს კლაუდი, 2023 წლის 31 ივლისს გარდაიცვალა. თითქმის 2 თვის გასვლის შემდეგ მსახიობის გარდაცვალების მიზეზი ცნობილი გახდა.

როგორც გავლენიანი გამოცემა The Hollywood Reporter იუწყება, მსახიობის გარდაცვალების მიზეზად ოფიციალური წყაროები ნარკოტიკული ნივთიერებებით შემთხვევით ზედოზირებას ასახელებენ.

ანგუსის გარდაცვალებამდე 1 კვირით ადრე მსახიობის მამა გარდაიცვალა. როგორც მასთან დაახლოებული ადამიანები და ოჯახის წევრები ამბობენ, ანგუსი ამას ძალიან განიცდიდა.

"ანგუსი ღიად საუბრობდა მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე", — წერდა მსახიობის ოჯახი, — "იმედი გვაქვს, მისი გარდაცვალება სხვებს შეახსენებს, რომ მარტონი არ არიან და ამ ყველაფერს დამოუკიდებლად და ჩუმად არ უნდა ებრძოლონ".

როგორც ცნობილია, 25 წლის მსახიობმა გარდაცვალებამდე 3 ფილმზე მუშაობა დაასრულა. მათგან ორის სახელი ცნობილია — თრილერი Your Lucky Day და კაპიტანი მარველის შემქმნელების ახალი ფილმი Freaky Tales.