პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტისა და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი აცხადებს, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ თავის განცხადებებში ის გეგმა გაახმოვანა, რომლის შესახებაც რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგზე საუბრობდნენ.
„გიორგი ვაშაძემ ისაუბრა იარაღის გამოყენებაზე, რომელსაც რამდენიმე დღის წინ სუს-ის ბრიფინგი მიეძღვნა, თუმცა ვიღაცებისთვის ეს დამაჯერებელი არ აღმოჩნდა. ამ მავნებლურ სცენარში ვფიქრობ, რომ საკუთარ ამომრჩეველს შორისაც კი ბევრ მომხრეებს ვერ შეიძენენ“, - აღნიშნა წილოსანმა.
რადიკალური ოპოზიცია ჩვეული დღის წესრიგით მოქმედებას განაგრძობს. ფიზიკური ბრძოლა ბრძოლის ის მეთოდია, რომელშიც ახლა „სტრატეგია აღმაშენებელი“ გამოსავალს ხედავს. რადიკალები შემუშავებულ გეგმაზე ხმამაღლა არ საუბრობენ, თუმცა არ მალავენ, რომ არეულობის მცდელობა ქუჩის აქციების გარდა, პერმანენტულად მათ შორის საპარლამენტო სივრცეშიც გაგრძელდება. გეგმის შემდეგი ნაწილი პარლამენტში ინტერპელაციის წესით დაბარებული შინაგან საქმეთა მინისტრისთვის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დისკომფორტის შექმნაა. ვახტანგ გომელაური პარლამენტში ხვალ წარდგება.