ირაკლი კობახიძე პრემიერის აშშ-ში ვიზიტზე: მოიკითხონ, რა სახსრებიდან არის გაღებული შესაბამისი ხარჯი. ეს არის უსუსური მცდელობა, გადაფარონ საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეში დარღვევა

ირაკლი კობახიძე პრემიერის აშშ-ში ვიზიტზე: მოიკითხონ, რა სახსრებიდან არის გაღებული შესაბამისი ხარჯი. ეს არის უსუსური მცდელობა, გადაფარონ საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეში დარღვევა

პირველ რიგში, მოიკითხონ, რა სახსრებიდან არის გაღებული შესაბამისი ხარჯი. არც ერთი თეთრი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ დახარჯულა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გურიაში განუცხადა.

მან კომენტარი პრემიერ-მინისტრის ამერიკაში ვიზიტზე გააკეთა. მან ოპოზიციის სურვილს, პრემიერს იმპიჩმენტი გამოუცხადონ, უსუსური მცდელობა უწოდა.

„პირველ რიგში, მოიკითხონ, რა სახსრებიდან არის გაღებული შესაბამისი ხარჯი. არც ერთი თეთრი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ დახარჯულა. შესაბამისად, ყველაფერი არის ცარიელი სპეკულაცია. აქაც ცდილობენ, გადაეფარონ საკუთარ თანაგუნდელს სალომე ზურაბიშვილს, მათ ჰყავთ საერთო პატრონი და ეს არის უსუსური მცდელობა, გადაფარონ საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეში დარღვევა. მეტი მიზეზი ამ ყველაფერს არ აქვს, თუმცა ეს არის ძალიან უსუსური მცდელობა“, - განაცხადა კობახიძემ.