უეჭველია, რომ საქართველო მიეკუთვნება ევროპულ ოჯახს. მინდოდა საქართველოში ჩამოვსულიყავი და პირადად ჩამომეტანა ეს გზავნილი ქართველი ხალხისთვის, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„როდესაც ქვეყანაში ჩამოვედი, დავინახე ქართველი ხალხის ასეთი ძლიერი სულისკვეთება - 80% მხარს უჭერს ევროკავშირში გაერთიანებას. ეს შთამბეჭდავი რიცხვია, მაგრამ ეს არა მხოლოდ რიცხვია. მიხარია, რომ ბევრი ევროპული დროშა ფრიალებს საქართველოში, უფრო მეტი, ვიდრე ბრიუსელში“, - აღნიშნა ბორელმა.