სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას აქვთ ერთი და იგივე დღის წესრიგი. ამას ყველა ხედავს და მათი რიტორიკაც ერთი-ერთში ემთხვევა ერთმანეთს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ერთი - საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, ეს არის მათი უმთავრესი ინტერესი და მეორე - თუ მაინც მიენიჭება ქვეყანას კანდიდატის სტატუსი და ამ მხრივ პერსპექტივა არის გაზრდილი ბოლო 2-3 თვის განმავლობაში, სალომე ზურაბიშვილი მაქსიმალურად ეცდება თავის თავზე მიიწეროს ეს გადაწყვეტილება. იმდენად შავით თეთრზე დაირღვა, თან უხეშად, კონსტიტუცია, აქ ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს. მაგალითად გერმანიაში, სადაც მე გავდიოდი სამართლის კურსს, ასეთი კაზუსები გასახურებლად მიჰქონდათ ხოლმე პირველი კურსის პირველ-მეორე ლექციაზე. ამის რეაგირების გარეშე დატოვება იქნებოდა უპატივცემულობა საქართველოს კონსტიტუციის მიმართ“, - განმარტა ირაკლი კობახიძემ.