ირაკლი ქადაგიშვილი: კოლექტიური ნაცმოძრაობა და გლობალური ომის პარტია ფაქტობრივად ერთი სხეულია, რომელსაც სხვადასხვა სახე შეიძლება გააჩნდეს - ან პოლიტიკური პარტია, ან არასამთავრობო ორგანიზაცია ან ტელევიზია

ირაკლი ქადაგიშვილი: კოლექტიური ნაცმოძრაობა და გლობალური ომის პარტია ფაქტობრივად ერთი სხეულია, რომელსაც სხვადასხვა სახე შეიძლება გააჩნდეს - ან პოლიტიკური პარტია, ან არასამთავრობო ორგანიზაცია ან ტელევიზია

ეს კოლექტიური ნაცმოძრაობა და გლობალური ომის პარტია ფაქტობრივად ერთი სხეულია, რომელსაც სხვადასხვა სახე შეიძლება გააჩნდეს - ან პოლიტიკური პარტია, ან არასამთავრობო ორგანიზაცია ან ტელევიზია, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„ეს ყველაფერი ყოველთვის სამწუხაროდ, დაფინანსებულია, ხშირ შემთხვევაში საეჭვო წარმომავლობის ფულით და ამით ხდება საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ წასვლა. ჩვენ როდესაც ვამბობდით, რომ საქართველოსაც უნდა ჰქონდეს გაცილებით რბილი, ჰუმანური, მაგრამ გამჭვირვალობის უზრუნველმყოფელი ანალოგიური კანონი, მაშინ ჩვენთან ის რუსულ კანონად მოინათლა - არადა, ასეთი ტიპის საკანონმდებლო რეგულაციები მსოფლიოს ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, ამა თუ იმ ფორმითა და დოზით მოქმედებს“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება.