როდესაც საქართველოს პრეზიდენტი უმტკიცებს საზოგადოებას, მათ შორის საერთაშორისო, ასევე ქართულ საზოგადოებას, რომ შარშანაც არ იმსახურებდა და წელსაც არ ასრულებს რეკომენდაციებს ხელისუფლება და მხოლოდ ხალხი იმსახურებს სტატუსს, ამაზე დიდი საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის მიმართ წარმოუდგენელია, - „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა.
„უფრო მეტიც - პარლამენტში მოვიდა და საგარეო კურსთან დაკავშირებით კითხვა დაგვისვა - სად ხართო, ანუ, ოპოზიციას მოქმედი ხელისუფლების პრორუსობის ნარატივში მიჰყვება და შემდეგ ეკითხება მთავრობას, თუ რატომ არ აძლევენ [საგარეო ვიზიტების] ნებართვას მას, რომელიც პიარული გარუსების ნარატივში მიჰყვება ომის პარტიის აქაურ წარმომადგენლებს. შესაბამისად, უფრო ლოგიკური არაფერი შეიძლება იყო, ვიდრე მთავრობის არ დათანხმება იმ ადამიანის და ამ შემთხვევაში სამწუხაროდ პრეზიდენტის ვიზიტზე, რომელიც შარშან ამბობდა, რომ არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს ჩვენი ქვეყანა, მაშინ როდესაც თითქმის ყველა რეკომენდაცია შესრულებულია. ამასაც კი არ აღიარებს პრეზიდენტი. ჟიურიზე, რომელიც ცდილობს ამ საკითხში ობიექტური იყოს, ამაზე უარესს შეფასებას უკეთებს საკუთარ ქვეყანას. საკუთარი ქვეყნის მტრობა, უფრო მეტად წარმოუდგენელია“, - განაცხადა მდინარაძემ.