შეხვედრა ფრენკ ბოლანდთან (ვიდეო)

შეხვედრა ფრენკ ბოლანდთან (ვიდეო)

ნატოს შემფასებელთა ჯგუფმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესში (PARP) აღებული ვალდებულებების შესრულება დადებითად შეაფასა.

ნატოს შემფასებელთა ჯგუფი, ნატოს საერთაშორისო სამსახურის თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის შეიარაღებულ ძალთა განვითარების დაგეგმვის დირექტორატის უფროსის, ფრენკ ბოლანდის ხელმძღვანელობით, საქართველოში იმყოფება. დღეს, ნატოს დელეგაციამ შეხვედრა გამართა თავდაცვის მინისტრთან ირაკლი ალასანიასთან.

როგორც ფრენკ ბოლანდმა თავდაცვის მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა, თავდაცვის სამინისტროს მიერ PARP-ით აღებული ვალდებულებები სწრაფი ტემპით სრულდება. ნატოს შემფასებელთა ჯგუფმა ქართულ მხარესთან დოკუმენტის საბოლოო მიღებამდე მნიშვნელოვანი საკითხებიც დააზუსტა. საქართველოს მიერ დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესში (PARP) აღებული ვალდებულებები 29 ოქტომბერს ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინაში განიხილება.

დღესვე, ნატოს შემფასებელთა ჯგუფის წევრები გაერთიანებული შტაბის უფროსს პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძეს, მინისტრისა და გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეებს შეხვდნენ.