ფიცის დადების ცერემონიალი ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ (ვიდეო)

ფიცის დადების ცერემონიალი ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ (ვიდეო)

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 162 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. ფიცის დადების ცერემონიალი დღეს, ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში” გაიმართა. წვემამდელებმა საწყისი საბრძოლო მომზადება სამი კვირის განმავლობაში ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ გაიარეს. დღეიდან ისინი სასწავლო პროცესების მხარდამჭერ ასეულში ჩაირიცხებიან და დაცვისა და უზრუნველყოფის ფუნქციებს შეასრულებენ.

წვევამდელებს ფიცის დადება ეროვნული სასწავლო ცენტრ „კრწანისი“-ს მეთაურმა ვიცე-პოლკოვნიკმა ლევან ბერიამ მიულოცა. ფიცის დადების ცერემონიალზე სამხედრო მოსამსახურეების მშობლები და ნათესავები იმყოფებოდნენ. მათ საშუალება მიეცათ ჯარისკაცების საცხოვრებელი პირობები და ბაზის ინფრასტრუქტურა დაეთვალიერებინათ.