პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, შესაძლოა, ყოფილი ძალოვანი მინისტრი ბაჩო ახალაია შეიწყალოს. როგორც for.ge-ის საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა კულუარულ საუბარში განუცხადა, ქვეყნის პირველი პირი საკუთარი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე, ბაჩო ახალაიას შეწყალებას გეგმავს.
მისი განმარტებით, ბაჩო ახალაიას საპატიმრო ვადები იწურება, პროკურატურა კი, მისთვის ბრალის დამტკიცებას ვერ ასწრებს.
„პრეზიდენტი ახალიას შეწყალებას აპირებს. მისთვის ბრალის დამტკიცება ვერ ხდება. სააკაშვილი კი, მას იმ მოტივით შეიწყალებს, რომ ქურდულ სამყაროსთან მებრძოლი მინისტრი „კანონიერი ქურდის“ ჩვენების საფუძველზე არის დაკავებული“, - განუცხადა for.ge-ის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა.
იურისტები და მმართველი გუნდის ლიდერები ყოფილი მინისტრის შეწყალებას გამორიცხავენ, უმცირესობის ლიდერები კი, არაფერს გამორიცხავენ.
როგორც for.ge-ს დავით საყვარელიძემ განუცხადა, ის ახალაიას შეწყალების თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა, მას არ ჰგონია, რომ ყოფილ მინისტრს შეწყალება დასჭირდეს.
„ეს იმ სისტუსტის საქმეა, რომ არ მგონია, ახალაიას პრეზიდენტის შეწყალება დასჭირდეს. საქმე იმდენად მყიფეა, რომ თავისით ჩამოიშება და გამამართლებეელი განაჩენი დადგება“, - აღნიშნავს კანონმდებელი, რომლის პათოსსაც გივი თარგამაძეც იზიარებს.
კანონმდებელის განმარტებით, სასამართლო პროცესი უნდა დამთავრდეს და ყველა შემთხვევაში, განაჩენი უნდა დადგეს.
„ამაზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ ახალაიას საპატიმრო ვადები იწურება და განაჩენი უნდა დადგეს. მის მიმართ ისეთი აბსურდული ბრალდებებია წარდგენილი, რომ ახალაია შეწყალებას არ გამოვრიცხავ“, - განუცხადა for.ge-ს თარგამაძემ.
უმცირესობის ლიდერებისგან განსხვავებით, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ ახალაიას შეწყალება არცერთ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს, რადგან ის საზოგადოებისთვის საშიშია.
„შეწყალება მხოლოდ მსჯავდებული პირის შეიძლება. ამ შემთხვევაში, ახალაიას საქმე სასამართლოშია, განაჩენი არ არის გამოტანილი და დაუშვებელია, პრეზიდენტმა რაიმე აქტი განახორციელოს. თუ სააკაშვილი ასეთ რამეს გაბედავს, ეს მართმსაჯულების საქმეში ჩარევაა. განაჩენი სასამართლომ უნდა გამოიტანოს და ამის შემდეგ, პრეზიდენტს შეწყალების უფლება აქვს. გამორიცხული არაფერია, მაგრამ იმედია, ამ ადამიანს კეთილგონიერება რაღაც დოზით მაინც შერჩა, რომ პირი, რომელსაც სასამართლო გაამტყუნებს, მისი უპასუხიმგებლო გადაწყვეტილებით, გარეთ არ გამოვიდეს. ასეთი პირები საზოგადოებისთვის საშიშები არიან და ხალხი მათ დასჯას მოითხოვს. ხელისფლება ვალდებულია, სააკაშვილს ამის შესაძლებლობა არ მისცეს. დარწმუნებილი ვარ, პროკურატურა ახალაიასთვის ბრალის დამტკიცებას შეძლებს“, - განუცხადა for.ge-ს კობახიძემ, რომლის მსგავსადაც, იურისტი კახი კახიშვილი პროცედურებიდან გამომდინარე, ბაჩო ახალაიას პატიმრობიდან გათავისუფლებას კატეგორიულად გამორიცხავს.
თუ მიხეილ სააკაშვილი ახალაიას შეწყალებას მართლაც გეგმავს, მას ამ აქტის განხორციელება ნოემბერში მოუწევს, რადგან ის ქვეყნის პირველი პირის პოსტის ახალი პრეზიდენტის ინაგურაციის შემდეგ დატოვებს.
რაც შეეხება ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესებს, მის წინააღმდეგ ე.წ. ციხის ბუნტის და სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალდების მხარის პროკურორი რევაზ ნადოი ია დარჯანიამ ჩაანაცვლა.